ანჩელოტი:„რამოსის საქციელი მხოლოდ ემოციას უკავშირდებოდა“
კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მსაჯს კარგი მატჩი ჰქონდა, მან ყველა გადაწყვეტილება სწორად მიიღო. ის, რომ ვთქვა, რასაც რეალურად ვფიქრობ, ბევრი მატჩს გამოტოვება მომიწევს, ამიტომ სჯობს აქ გავჩერდე.“
„თამაში ძალიან მაღალ ტემპში წარიმართა. პირველ ტაიში ბევრი შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, მეორე ნახევარში კი გარკვეული შეცდომები დავუშვით, „სევილია“ კი გააქტიურდა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.“
„არ ვიცი რა გვაკლდა, ალბათ ბურთის კონტროლი და ენერგია. მეორე ნახევარში გუნდმა ამოცანები ვერ შეასრულა. ფრე ალბათ ლოგიკური შედეგია.“
„ვინისიუსს მცდელობა არ დაუკლია, ის მაქსიმალურად დაიხარჯა, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ ენერგია სრულად აღდგენილი არც მას ჰქონდა.“
„სერხიო რამოსის დანახვა ძალიან გამეხარდა, მას წარმატებებს ვუსურვებ. სერხიოს კომფლიქტი რუდიგერთან? ის, რაც ესპანელმა გააკეთა, წუთიერი ემოციის შედეგია, ესპანელი გერმანელს მაშინვე გადაეხვია.“
„ბელინგემი როგორც ყოველთვის სახიფათო იყო და ბევრჯერ შეეძლო გოლის გატანა. ინგლისელი ხშირად ქმნიდა ხიფათს.“
„არ მესმის რატომ აკრიტიკებთ როდრიგოს, მან არაერთხელ დაარტყა კარში და სიტუაციას ამწვავებდა. ბრაზილიელი ერთ-ერთი სუაკეთესო იყო.“
- 21 ოქტომბერი 2023
- 7 821
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.