ტაკე „რეალში“ დაბრუნებაზე ოცნებობს
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალი“ ტაკეფუსა კუბოს დაბრუნებას გადაწყვეტს, იაპონელი ფეხბურთელი უარს არ იტყვის...
ახალგაზრდა შემტევი სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნებაზე ოცნებობს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მას „სოსიედადში“ მართლაც შთამბეჭდავი სეზონი აქვს და ყველას უმტკიცებს, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში.
„ას“-ის ცნობით, „რეალი“ ტაკეს დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა ჯერ არ ჩქარობს და მთელი სეზონის განმავლობაში გააგრძელებს მონიტორინგს.
თავის მხრივ, იაპონელი წინსვლას განაგრძობს და მზად არის, „ბლანკოსში“ უსიტყვოდ დაბრუნდეს.
- 21 ოქტომბერი 2023
- 564
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.