ბრაზილიელები ანჩელოტის პასუხს დეკემბრის ბოლომდე თხოვენ
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტის საბოლოო პასუხის დაფიქსირებას დეკემბრის ბოლომდე თხოვს...
სამხრეთ-ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ იტალიელს მოსაფიქრებლად ისედაც ბევრი დრო ჰქონდა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
დრო მიდის, ბრაზილიას კი კვლავ დროებითი მწვრთნელი ჰყავს, რაც ამ ნაკრების გეგმებში არ შედის.
თავის მხრივ, ანჩელოტიმ „რეალთან“ ყველაფერი წლის ბოლომდე უნდა გაარკვიოს.
ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ ფლორენტინო პერესი იტალიელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, ის აუცილებლად დარჩება „რეალში“, მაგრამ გათავისუფლების შემთხვევაში კარლიტოსთვის ბრაზილია იდეალური ვარიანტი იქნება.
- 20 ოქტომბერი 2023
- 691
- 6