ანჩელოტიმ და მოდრიჩმა შეხვედრაზე მომავალი გადაწყვიტეს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩი კარლო ანჩელოტის შეხვდა და მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდა...
ლუკიტა სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, ვინაიდან „ბლანკოსში“ აქცენტი ახალ თაობაზე გაკეთდება, მანამდე კი მისი წასვლა გამორიცხულია.
იტალიელი სპეციალისტი ხორვატ ნახევარმცველს დაპირდა, რომ ძალიან ბევრ მატჩში მისცემს სათამაშო დროს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგასა და სხვა ტურნირებზე.
ფაქტია, რომ ლუკა ამჟამინდელი მოცემულობით უკმაყოფილოა, თუმცა ანჩელოტი ლეგენდას დაპირდა, რომ ის მიიღებს საკმარის დროს.
სეზონის ბოლოს სამეფო კლუბი მოდრიჩს სათანადოდ გააცილებს.
- 18 ოქტომბერი 2023
- 2 652
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.