კარიმი: ყველა თამაშში გოლის გატანა მსურს
სამეფო კლუბის ფრანგმა ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ "ას"-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ყველა მატჩში გოლის გატანა სურს და მას დიდი გეგმები აქვს...
"წელს მოურინიო შანსს მომცემს და დარწმუნებული ვარ, რომ გამოვიყენებ, მე და იგუაინის წლევანდელი სეზონის შესანიშნავად ჩატარება შეგვიძლია და ამისთვის ძალას არ დავიშურებთ, სეზონი გრძელი და მომქანცველი იქნება, ამიტომ მეც და გონსალოც შევძლევთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას."
"მოურინიო ძალიან მეხმარება, იგი ყოველთვის მეუბნება სიმართლეს, მას სურს, რომ 100 % -ით დავიხარჯო თითოეულ თამაშში, იგი ყოველთვის ბევრს მესაუბრება, პორტუგალიელს სურს, რომ რეალისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე."
"ფლორენტინო პერესსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს , რადგან ის მართლაც მისაბაძი ადამიანია, მას ჩემს ოჯახთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მე მას იმედებს არ გავუცრუებ და ჩემი თამაშით დავუმტკიცებ, რომ ჩემში გადახდილი თანხა სარგებელს მოიტანს."
- 29 აგვისტო 2010
- 1 882
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.