ისკო:„„რეალი“ უფრო ადრე უნდა დამეტოვებინა, რადგან...
ისკო ალარკონმა „რეალში“ გატარებული წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი დარჩენა ბოლო წლებში შეცდომა იყო...
„მე ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალში“ გატარებული საწყისი წლები საოცარი იყო და ძალიან კარგი შედეგები დავაფიქსირე. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომელიც უდიდეს გამოცდილებას გაძლევს და უფრო მოტივირებულს გხდის.“
„ვფიქრობ, სამეფო კლუბი მინიმუმ 2 წლით ადრე უნდა დამეტოვებინა, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში ვიდგებოდი მოწოდების სიმაღლეზე.“
„რა ხდებოდა ბოლო წლებში? პრობლემები გაღრმავდა, როგორც პირად, ასევე კოლექტიურ დონეზე. ამაზე საუბრის დროს ახლა ვერ ვხედავ, თუმცა ალბათ მომავალში მოგიყვებით.“
„„რეალიდან“ წასვლა რთულია. ნებისმიერ ფეხბურთელს უჭირს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშზე უარის თქმა. ასე ვიყავი მეც.“
- 18 ოქტომბერი 2023
- 2 594
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.