„რეალმა“ ხოსელუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო!
სულ რაღაც 2 თვე გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ხოსელუ მატოსთან დაკავშირებით „რეალის“ პრეზიდენტს გადაწყვეტილება მიეღო...
სამეფო კლუბი სეზონის ბოლოს ესპანელ ფორვარდს გამოისყიდის. ამჟამინდელ საიჯარო ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 1.5 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში „ბლანკოსს“ მოთამაშის დატოვება შეუძლია.
ფლორენტინო პერესის აზრით, ხოსელუმ საკუთარი შრომით და გატანილი გოლებით დაამტკიცა, რომ გუნდში ადგილს იმსახურებს, სწორედ ამიტომ „რეალი“ მას გამოისყიდის და დამატებით 1 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
- 17 ოქტომბერი 2023
- 1 907
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.