„რეალმა“ კვირის მეორე სესია გამართა
კარლო ანჩელოტის შეგირდები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი ვარჯიში გამართეს...
არდა გიულერი და დავიდ ალაბა კვლავ გუნდთან ერთად არიან და სამწვრთნელო შტაბის მითითებებს ასრულებენ. ასევე აღსანიშნავია ხოსელუ მატოს დაბრუნებაც, ესპანელი ფორვარდი ანჩელოტის ხვალ უნდა შეერთებოდა, მაგრამ ესპანეთში დაბრუნებისთანავე გამოცხადდა ბაზაზე.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო პრესინგს, ბურთის ფლობას, ტაქტიკურ კომპონენტებს და სტანდარტებს.
ხვალ ანჩელოტის კოლექტივი 80%-ით შეივსება და შესაძლებელი იქნება მეტად სრულფასოვანი ვარჯიშების გამართვა, რომელიც „სევილიასთან“ დაპირისპირებას უნდა მიეძღვნას.
- 17 ოქტომბერი 2023
- 315
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.