კამავინგა:„გთხოვთ, ეს კითხვა აღარასდროს დამისვათ“
ედუარდო კამავინგამ საფრანგეთის ნაკრებში ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის კითხვამ გააღიზიანა...
„ისევ იგივე კითხვა. თითოეულ შეხვედრაზე ანალოგიური მესმის. უკვე ბევრჯერ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ მე არ ვარ მარცხენა მცველი და რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, სადაც გამოცდილება არ მაქვს.“
„როდესაც კლუბში ან ნაკრებში ფორს-მაჟორული სიტუაცია იქნება, მზად ვარ მეკარის ხელთათმანიც ჩავიცვა, მაგრამ უკვე გითხარით, რომ მე ვარ ნახევარმცველი და მიყვარს მოედნის ცენტრში ასპარეზობა.“
გთხოვთ, ეს კითხვა აღარასდროს დამისვათ, სხვა შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღება მომიწევს.“
- 16 ოქტომბერი 2023
- 3 536
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.