ბუსკეცი:„ის „რეალში“ ყოველთვის ყველაზე სახიფათო იყო“
სერხიო ბუსკეცმა წლების წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ „რეალი“ ახლა რადიკალურად სხვა გუნდია...
„მე ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალში“ თაობათა ცვლის პროცესი ფაქტობრივად დასრულდა. ამ გუნდში სულ ახალი სახეები არიან, თუ არ ჩავთვლით კარვახალს, მოდრიჩს და კროოსს.“
„ჩემი აზრით, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში სამეფო კლუბს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა. ამ გუნდის ღირსებას ერთობლივად იცავდნენ რამოსი, კაზემირო, მოდრიჩი, რონალდუ, ისკო, ბენზემა და სხვა ვარსკვლავები.“
„ახლა სამეფო კლუბის სადარაჯოზე ახალგაზრდა ფეხბურთელები დგანან, თუმცა თვისობრივად გუნდი განსხვავებული არ არის.“
„შედეგები? ამას მომავალი გვიჩვენებს. არ გამოვრიცხავ, ვინისიუსმა და სხვა ახალგაზრდებმა უნიკალური შედეგები გაიმეორონ, თუმცა რონალდუს სტილის ფეხბურთელი „ბლანკოსს“ არ ჰყავს, ის „ბლანკოსში“ ყოველთვის ყველაზე სახიფათო იყო.“
- 16 ოქტომბერი 2023
- 4 972
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.