რა ხდება დავიდ ალაბას ირგვლივ?
დავიდ ალაბა „ლას პალმასთან“ დაპირისპირებაში მოედნიდან ნაადრევად გავიდა, მას შემდეგ კი აღდგენითი პროცესის გავლა უწევს. ტრავმის მიღებიდან სულ რაღაც 6 დღეში გაჩნდა ოპტიმიზმი, თუმცა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ის სათამაშოდ მზად არ იყო. რა ხდება ახლა?
გამოცდილი უკანახაზელი სრულფასოვან დატვირთვას ვერც ახლა იღებს, ანჩელოტის კი მაქსიმალურად ფრთხილი ტაქტიკა აქვს არჩეული, რადგან თვლის, რომ გარისკვა არ შეიძლება.
დავიდი გუნდთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობს, თუმცა მეტწილად მაინც ინდივიდუალურ პროგრამას გადის.
რა ხდება დავიდის ირგვლივ? არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, უკანახაზელმა მომდევნო დღეებშიც ინდივიდუალურად უნდა ივარჯიშოს, მომდევნო კვირის სამშაბათს ან ოთხშაბათს კი ხელახალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა სამედიცინო შტაბი საბოლოოდ დარწმუნდეს მის განკურნებაში.
ანჩელოტის აზრით, ოქტომბრის მეორე ნახევრის დაპირისპირებებში დავიდის დიდი საჭიროება დგას, თანაც გუნდს ნაჩო ფერნანდესიც აკლია.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ავსტრიელი ფეხბურთელი გუნდს „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში დაეხმარება, შემდეგ კი „ბრაგასთან“ და „ბარსელონასთან“ ასპარეზობასაც შეძლებს.
- 12 ოქტომბერი 2023
- 1 242
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.