ჩუამენი:„მცველად თამაში არ მსურს“
ორელიან ჩუამენიმ საფრანგეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებულ შეკითხვებსაც უპასუხა.
„მცველად თამაში? სიმართლე გითხრათ, სიამოვნება მივიღე (იცინის), მაგრამ მე ნახევარმცველი ვარ და უკან თამაში რა თქმა უნდა, არ მსურს.“
„გადატვირთული გრაფიკი დიდი პრობლემაა ყველა ფეხბურთელისთვის, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო, თუმცა ინდივიდების განცხადებების შედეგებს ვერ მივიღებთ. ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი ერთიანობა.“
„ახალ-ახალი ტურნირის მოგონება მომგებიანი ნაბიჯი არ არის. აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს და არა რაოდენობაზე.“
„საფრანგეთის ნაკრების დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ, ამ გუნდში თითოეული დაპირისპირების ჩატარება დიდი პატივია.“
- 12 ოქტომბერი 2023
- 757
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.