"მალიორკას" ისტორია
დღეიდან შემოგთავაზებთ მადრიდის "რეალის" მოწინააღმდეგეთა ისტორიას და მნიშვნელოვან ფაქტებს ამა თუ იმ გუნდზე,რომელიც "ბლანკოსს" უპირისპირდება.
Real Club Deportivo Mallorca - ეს "მალიორკას" სრული სახელწოდებაა. ბალეარიკის კუნძულზე არის ასეთი ქალაქი - პალმა,სადაც 1916 წლის 5 მარტს დაარსდა "მალიორკა".დაარსებისთანავე ამ კლუბმა ესპანეთის პირველ დივიზიონში დაიწყო ასპარეზობა.
იგი ესპანელმა ინჟინერმა ადოლფო ვარკესმა დაარსა. თავდაპირველად მან გუნდს Junta Directiva del Alfonso XIII FBC უწოდა. სტადიონი "ონო ესტადი",რომელზეც "მალიორკა" დღესაც თამაშობს 1916 წლის 25 მარტს გაიხსნა.გახსნით მატჩში ადოლფოს გუნდი ბარსელონას დაუპირიპირდა და 0-8 დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ გუნდს სახელი შეეცვალა და Real Sociedad Alfonso XIII უწოდეს. თუმცა 1931 წელს პოლიტიკური მიზეზების გამო Real Club Deportivo Mallorca დაერქვა.1949 წელს კი "მალიორკამ" ოფიციალურად მიიღო უფლება,რომ გუნდის სახელს "რეალ" პრეფიქსი ჰქონოდა.
2003 წელს პირველად კლუბის ისტორიაში "მალიორკამ" "კოპა დელ რეი" მოიგო. თავისი არსებობის ისტორიაში კუნძულელებმა 20 სეზონი "პრიმერა დივიზიონში",29 "სეგუნდა დივიზიონში",2 "სეგუნდა B-ში" და 11 "ტერკერა დივიზიონში" გაატარეს.
2008 წლის 22 ივლისს კლუბის აქციების 96% ინგლისელმა ბიზნესმენმა პოლ დავიდსონმა შეიძინა,რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.მოხდა უამრავი სკანდალი. ყველაზე მთავარი და არასასიამოვნო კი ის მოხდა,რომ UEFA-მ დიდი სანქციები დააკისრა "მალიორკას".მათ ეს არ აკმარეს და 2010-2011 წლის სეზონში "ევროპის ლიგაზე" ასპარეზობა აუკრძალეს.
- 29 აგვისტო 2010
- 1 776
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.