დანი ოლმო მადრიდის „რეალში“?
ესპანური გამოცემების ცნობით, „ლაიფციგის“ წინახაზელი, დანი ოლმო, რომელიც ასევე ხშირად ხვდება ეროვნულ ნაკრებშიც, მადრიდის „რეალის“ რადარზეა...
ფლორენტინო პერესს ოლმო მოსწონს და მიიჩნევს, რომ შეტევითი პოტენციალის მისით გაძლიერება საკმაოდ კარგი იდეაა.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, დანი „ლაიფციგის“ რიგებში 2027 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, თუმცა ის წასვლაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობს.
ოლმოს მიმართ ინტერესი „ბარსელონასაც“ ჰქონდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა მისი სატრანსფერო ღირებულება ვერ გადაიხადა.
არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყებას ზამთარში აპირებს, მომდევნო ზაფხულს კი 32 მილიონ ევროს გაამზადებს ტრანსფერისთვის.
- 11 ოქტომბერი 2023
- 1 111
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.