„მბაპე 2024 წელს „რეალის“ ფეხბურთელი ლეგალურად გახდება“ - ოტერო
მადრიდის „რეალის“ ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია სამეფო კლუბის სამსახურია, კილიან მბაპესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
„რატომღაც ალ ჰელაიფი ამბობდა, რომ ჩვენ კილიან მბაპესთან ფარული მოლაპარაკებები გვქონდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ფრანგი „პსჟ“-ში დარჩა და ბერნაბეუზე არ თამაშობს. ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ვინაიდან ჩვენ არასდროს ვდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შესაძლოა სამართლებრივ რეგულაციებს ცდებოდეს.“
„მბაპე „რეალში“? იმედი მაქვს, ეს 2024 წლის ზაფხულში მოხდება, თანაც სრულიად ლეგალური გზით. ახლა ყველაფერი ფრანგზეა დამოკიდებული.“
„რა თქმა უნდა, მბაპეს გამადრიდელება გასულ ზაფხულსაც შეეძლო, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა, მან მიიღო გადაწყვეტილება და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.“
„ამ წუთის მდგომარეობით, ლოტინი მალე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.“
- 10 ოქტომბერი 2023
- 3 387
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.