მილიტაოს მიმართ მოლოდინები იზრდება
ედერ მილიტაოს აღდგენითი პროცესი ძალიან სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოედანს დაგეგმილზე ადრე დაუბრუნდეს...
ბოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ ექიმების მოლოდინები კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდა. ედერი შესაძლოა მოედანს თებერვლის ბოლოსაც დაუბრუნდეს, ვინაიდან მისი ფიზიკური მაჩვენებლები ამის საშუალებას იძლევა.
მილიტაოს კიდევ გრძელი გზის გავლა მოუწევს, თუმცა ფაქტია, რომ მისი პროგრესი სახეზეა და არსებობს პოზიტიური მოლოდინებიც.
- 9 ოქტომბერი 2023
- 934
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.