ოსიმენი წასვლას აპირებს და ეს მადრიდში იციან!
იტალიური გამოცემების ცნობით, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს, სწორედ ამიტომ დე ლაურენტისის წარმომადგენლებმა ახალ ფორვარდზე მუშაობა დაიწყეს...
პარარელურად, „ბლანკოსი“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მერენგები“ ოსიმენის სანაცვლოდ 85 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ, ხოლო თავად ფეხბურთელს 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.
თავის მხრივ, შეუძლებელია ფეხბურთელი „ბლანკოსში“ თამაშის პერსპექტივით მოხიბლული არ იყოს.
ფაქტია, მადრიდელთა მხრიდან ნაბიჯები იდგმება და იანვარში ან მომდევნო ზაფხულს ოსიმენის გამადრიდელების შანსი იარსებებს.
- 9 ოქტომბერი 2023
- 13 390
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.