სებალიოსი:„რა თქმა უნდა, მეტ სათამაშო დროს მივიღებ“
დანი სებალიოსმა „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გავიმარჯვეთ, თანაც დამაჯერებლად. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც „რეალში“ ვთამაშობ, ასეთი კარგი სტარტი არ გვქონია. ჩვენ ლა ლიგაში შესაძლო 27-იდან 24 ქულა მოვაგროვეთ.“
„მადრიდის „რეალში“ თამაში დიდი გამოწვევაა. ვაცნობიერებ, რამხელა კონკურენციის პირობებში მიწევს ვარჯიში, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა, მეტ სათამაშო დროს მივიღებ. რატომ? იმიტომ, რომ ანჩელოტისგან ნდობა მაქვს.“
„ტრავმის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ არის, თუმცა ბოლო დროს მოედანზე რამდენჯერმე გამოვჩნდი და მჯერა, რომ გაცილებით მეტს ვითამაშებ.“
- 8 ოქტომბერი 2023
- 593
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.