ბელინგემი:„ასეთი სტარტი ჩემთვისაც მოულოდნელია“
ჯუდ ბელინგემმა „ოსასუნასთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„საწყის წუთებზე გოლის გატანა გამარჯვებაში დაგვეხმარა. გარკვეულ მატჩებში საწყის წუთებზე ვუშვებდით გოლს და შემდეგ ჩვენი ამოცანა რთულდებოდა. ეს იყო სრულფასოვანი გამოსვლა, სადაც „რეალს“ აბსოლუტური დომინაცია ჰქონდა.“
„ეს არის ჩემი მადრიდული კარიერის არანორმალურად კარგი სტარტი. ვიცი, რომ ყველა დაპირისპირებაში გოლს ვერ გავიტან, მაგრამ ფაქტია, რომ გულშემატკივრები ჩემგან უკვე ბევრს მოითხოვენ.“
„სიმართლე გითხრათ, ასეთ დასაწყისს მართლაც არ ველოდი, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი კარგად მიდის და კიდევ უფრო მოტივირებული ვარ.“
„ფედერიკომ, დანიმ და მოდრიჩმა ჩემს გოლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს.“
„ოვაციები ბერნაბეუზე? ვფიქრობ, სიტყვებით რთულია მადლობის გადახდა და ეს ჩემი კარგი თამაშით უნდა გავაკეთო. მადრიდისტებმა დიდი სიყვარულით მიმიღეს.“
„თამაშების დაწყების წინ გარკვეული რიტუალები მაქვს, ამას ბავშობიდან ვაკეთებ, ასე იყო „დორტმუნდშიც“ და უფრო ადრეც. როდესაც მატჩის წინ მწვანე მინდორს ვუყურებ, უფრო ვმშვიდდები.“
„ახლა ინგლისის ნაკრებში გამგზავრების დროა. იმედი მაქვს, ეროვნულ გუნდს გამარჯვებებში დავეხმარები, შემდეგ კი მადრიდს დავუბრუნდები.“
- 8 ოქტომბერი 2023
- 1 356
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.