„რეალი“ ზიზუსთან კავშირზეა
ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შანსი საკმაოდ დიდია...
დიახ, ჩაბი ალონსო ნომერ პირველ კანდიდატურად განიხილება, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბასკ სპეციალისტსა და „ბლანკოსს“ შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა, მათ შორის კი რამდენიმე ძირეული კომპონენტია, სწორედ ამიტომ, ზინედინ ზიდანის დაბრუნების შანსი იზრდება, თუმცა ფრანგსაც გარკვეული მოთხოვნები აქვს.
ზიზუს აზრით, „რეალის“ შეტევა სერიოზულად გასაძლიერებელია და კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ ამ გუნდს თავდასხმაში ძირეული ცვლილებები სჭირდება.
ზიზუ ითხოვს როგორც კილიან მბაპეს, ასევე ოსიმენს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ვიქტორი ბენზემას სტილის ფორვარდია. მბაპე კი „ბლანკოსის“ ყოფილი მწვრთნელის მიზანი დიდი ხნის წინაც იყო.
გარდა ამისა ზიზუ მიიჩნევს, რომ ალფონსო დეივისი კარგი ვარიანტია, თუმცა ის კვლავ რჩება ტეო ერნანდესის დიდი გულშემატკივარი და მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის „მილანში“ გაშვება შეცდომა იყო.
თუ ზიდანი დაბრუნდება, პერესმა მისი ამბიციური სატრანსფერო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, ვინაიდან რეალურად ფრანგი ლეგენდა გუნდიდან ორივეჯერ იმიტომ წავიდა, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან მისი არცერთი სატრანსფერო მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, მაშინ „რეალის“ ხარჯები სრულად ბერნაბეუს რეკონსტრუქციისკენ იყო მიმართული, სწორედ ამიტომ ერთ ზაფხულს სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ „ბლანკოსს“ არავინ უყიდია.
- 7 ოქტომბერი 2023
- 26 294
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.