ლუკა მოდრიჩი „პსჟ“-ში? ალ ჰელაიფი მოქმედებაზე გადავიდა!
იმ შემთხვევაში, თუ ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალიდან“ წასვლას მართლაც გადაწყვეტს, მას ევროპაში დარჩენის შანსი ექნება...
არსებული ინფორმაციით, „რეალის“ ვარსკვლავის კანდიდატურით ალ ჰელაიფი არის დაინტერესებული, რომელიც მზადაა ლუკიტა „პსჟ“-ში 1 წლით ჩარიცხოს და მიმზიდველი ხელფასიც შესთავაზოს.
პარიზელთა აზრით, მოდრიჩი „პსჟ“-ს ნახევარდაცვას ძალიან გამოადგება და გუნდს მეტ ბალანსს და კრეატივს შესძენს.
კარლო ანჩელოტისთან წარმოქნილი გაუგებრობის გამო, მოდრიჩის მომავალი გაურკვეველია, თუმცა აქტიურად იწერება, რომ ის წასვლაზე ფიქრობს.
- 7 ოქტომბერი 2023
- 1 148
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.