დეივისის ტრანსფერზე მუშაობა დაწყებულია
მადრიდის „რეალში“ მიუნხენის „ბაიერნის“ განაპირა მცველის, ალფონსო დეივისის ტრანსფერს ძალიან სერიოზულად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ კანადელის მომდევნო ნავსაყუდელი აუცილებლად „ბლანკოსი“ უნდა იყოს...
„მერენგები“ „რეკორდმაისტერთან“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. ფლორენტინო პერესი დეივისის ტრანსფერს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, ვინაიდან ალფონსო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მათ შორის ასაკობრივ მაჩვენებელსაც.
„რეალში“ თვლიან, რომ მარსელოს შემცვლელის მოძიება ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ბრაზილიელს ძალიან მაღალი სტანდარტი ჰქონდა, რომლის დაკმაყოფილებაც ვერავინ შეძლო, მათ შორის მენდიმ, რომელიც წლებია ბერნაბეუზე თამაშობს.
„მარკას“ ინფორმაციით, „რეალი“ დეივისის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროსაც კი გადაიხდის, რადგან თვლის, რომ ის ძალიან დიდ როლს ითამაშებს, როგორც დაცვის, ასევე შეტევითი პოტენციალის გაძლიერებაში.
- 7 ოქტომბერი 2023
- 413
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.