მოდრიჩი იანვარში „რეალიდან“ მიდის?
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩსა და კარლო ანჩლოტის შორის ურთიერთობა დაძაბულია. ხორვატი ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა ზედიზედ რამდენიმე მატჩი სათადარიგო სკამზე ჯდომით და მიიჩნევს, რომ ეს მის ფიზიკურ კონდიციებზე ცუდად აისახება...
მადრიდელები იუწყებიან, რომ ლუკიტა წასვლაზე ფიქრობს და ეს შესაძლოა იანვარშიც კი გააკეთოს, ვინაიდან ფეხბურთელის აზრით, მთელი სეზონი სკამზე ჯდომა მას საბოლოოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის.
მოდრიჩი მეტ თამაშს ითხოვს, ანჩელოტის კი სხვა გეგმები აქვს და გათვლას ახალგაზრდებზე აკეთებს, სწორედ ამიტომ მხარეებს შორის უთანხმოებაა.
რაც შეეხება მსურველ კლუბებს. ამ ეტაპზე „ინტერ მაიამის“ გარდა სხვა გუნდზე საუბარი არ მიმდინარეობს.
- 6 ოქტომბერი 2023
- 2 352
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.