რუდიგერს მენდი ან ჩუამენი შეუწყვილდება
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ დავიდ ალაბას აღდგენითი პროცესისთვის კიდევ სჭირდება დრო, კარლო ანჩელოტი საგონებელში ჩავარდა, რადგან მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავს...
„მარკას“ ინფორმაციით, რუდიგერს „ოსასუნასთან“ დაპირისპირებაში ფერლან მენდი ან ორელიან ჩუამენი შეუწყვილდება.
ჩუამენის ცენტრალურ მცველად თამაშის გამოცდილება „მონაკოშიც“ ჰქონდა, თუმცა ის დიდი ხანია არ პოზიციაზე არ გამოჩენილა, გარდა ამისა ორელიანის პოზიციის შეცვლამ შესაძლოა ნახევარდაცვის ბალანსის დარღვევაც გამოიწვიოს, რაც ანჩელოტის არცერთ შემთხვევაში არ აწყობს.
„მარკას“ ცნობით, სამწვრთნელო შტაბში ამ საკითხზე სერიოზულად მსჯელობენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მაღალი ალბათობით მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებენ.
- 6 ოქტომბერი 2023
- 531
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.