„რეალმა“ ფინალური ვარჯიში დაასრულა
მადრიდის „რეალმა“ „ოსასუნასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულა...
ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის ყველაფერი მზად არის. სამწუხაროა, რომ კოლექტივთან ერთად დატვირთვა ვერ მიიღო დავიდ ალაბამ, ვინაიდან ექიმებმა დადებითი რეკომენდაციები არ გასცეს.
არდა გიულერი კოლექტივთან ერთად არის, თუმცა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, პრესინგს, ტაქტიკურ მონახაზებს და კარში დარტყმებს.
შეგახსენებთ, „ბლანკოსი“ „ოსასუნასთან“ ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე ითამაშებს.
- 6 ოქტომბერი 2023
- 248
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.