„ოსასუნასთან“ მატჩში ცვლილებებს ელოდებიან
მადრიდული გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი „ოსასუნასთან“ დაპირისპირებაში რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს...
პირველი ცვლილება დაცვის მარცხენა ფლანგს შეეხება და ამ პოზიციას ფრან გარსია უნდა დაუბრუნდეს.
ასევე ერთად ითამაშებენ ტონი კროოსი და მოდრიჩი, რომლებიც ნახევარდაცვის ხაზს ჩუამენისთან და ბელინგემთან ერთად გაამაგრებენ.
წინა ხაზში კი ანჩელოტი ხოსელუს და ვინისიუსის გამოყენებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ როდრიგოს დასვენება მოუწევს, ასევე დაისვენებენ ფედერიკო ვალვერდე და ედუ კამავინგა, მათი მოედანზე გასვლა კი საჭიროების მიხედვით მეორე ტაიმში იგეგმება.
ანჩელოტი თვლის, რომ „ჟირონასთან“ და „ნაპოლისთან“ მომქანცველი დაპირისპირებების შემდეგ გუნდს მცირე ცვლილებები სჭირდება.
- 6 ოქტომბერი 2023
- 629
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.