„სიტი“ ჰოლანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს
მანჩესტერ „სიტი“ არ ნებდება და მაქსიმალურად ცდილობს, ერლინგ ჰოლანდს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს...
არსებული ცნობით, „ქალაქელებს“ არ სურთ, რომ მიმდინარე ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის გაზაფხულზეც იყოს, სწორედ ამიტომ განახლებაზე სერიოზულად მუშაობენ.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, ჰოლანდს საკუთარი სურვილისამებრს წასვლის საშუალება აღარ ექნება, მიმდინარე ხელშეკრულება კი ამ პუნქტს 2024 წლის ზაფხულიდან ითვალისწინებს.
არსებული ცნობით, გვარდიოლას გუნდი ნორვეგიელ ფეხბურთელს 8.5 მილიონი ფუნტი სტერლინგით მეტ ხელფასს სთავაზობს, ვინაიდან „რეალიდან“ სერიოზულ საშიშროებას გრძნობს.
- 6 ოქტომბერი 2023
- 607
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.