„რეალმა“ „ოსასუნასთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს. ერთდღიანი დასვენების შემდეგ გუნდი საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და კარლო ანჩელოტის დავალებები შეასრულეს...
არდა გიულერი აღდგენით პროცესს განაგრძობს, დავიდ ალაბამ კი სესიის ნაწილი გუნდთან, ხოლო მეორე ნაწილი ინდივიდუალურად ჩაატარა.
ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას. გუნდი 1 საათზე მეტის განმავლობაში სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა, შემდეგ კი მწვანე მინდვრისკენ გადაინაცვლა და ბურთთან ერთად შეასრულა დავალებები.
აქცენტი გაკეთდა მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე, ტაქტიკურ მონახაზებზე, ბურთის ფლობის კომპონენტსა და კარში დარტყმებზე.
„ბლანკოსი“ ხვალ კიდევ ერთ სესიას ჩაატარებს.
- 5 ოქტომბერი 2023
- 203
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.