ოფიციალური განცხადება - ვინისიუს ჟუნიორი!
როგორც მოგეხსენებათ, ვინისიუს ჟუნიორი დღეს სასამართლოში გამოცხადდა და გასულ სეზონში „მესტალიაზე“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. საფეხბურთო კლუბი „ვალენსიას“ ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებებებს გამოეხმაურა და აღშფოთება ვერ დამალა...
„გაოცება, უარყოფა და აღშფოთება“-სწორედ ეს არის „ვალენსიას“ პოზიცია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ვინისიუსის გამოსვლა სიმართლეს არ შეესაბამება და „მესტალიაზე“ შეკრებილი ქომაგების გარკვეული ნაწილის ქმედებების განზოგადება სწორი არ არის.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე კარლო ანჩელოტიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვინის მთელი სტადიონი არ აყენებდა შეურაცხყოფას და ეს მხოლოდ ცალკეული ინდივიდების მხრიდან ფიქსირდებოდა.
„ვალენსიას“ სრულიად აცნობიერებს ამ საქმის სერიოზულობას და ეთანხმება მოსაზრებას, რომ რასიზმის ადგილი ფეხბურთსა და საზოგადოებაში არ არის, მაგრამ არ შეიძლება ბრძოლის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.
საკითხი მოითხოვს კომპლექსურ ჩართულობას და თითოეული განცხადება, რომელიც საქმის ირგვლივ გაკეთდება სრულფასოვნად უნდა იყოს გააზრებული და პასუხისმგებლიანი.
„ვალენსია“ ღიად აცხადებს, რომ „მესტალიას“ არ უნდა მიენიჭოს რასისტული სტადიონის სტატუსი, ხოლო ვინისიუს ჟუნიორმა დამატებითი განცხადება უნდა გააკეთოს და გაასწოროს ის შეცდომები, რაც დილას დაუშვა.
- 5 ოქტომბერი 2023
- 4 658
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.