ბექჰემი:„„რეალში“ გადასვლისკენ ფერგიუსონმა მიბიძგა“
დევიდ ბექჰემმა „რეალში“ გადასვლის წელთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.
„ყოველდღიურ რეჟიმში უამრავ ინფორმაციას ვისმენდი, რომელიც ჩემს „რეალში“ გადასვლას ეხებოდა, თუმცა რეალურად ინფორმირებული არ ვიყავი. დიახ, „მანჩესტერში“ ბევრი კითხვა იბადებოდა და „ბლანკოსთან“ მოლაპარაკებებიც არსებობდა, რაც სერ ალექს ფერგიუსონს არ მოსწონდა.“
„მახსოვს მატჩი, როდესაც სამეფო კლუბს შევხვდით და ზინედინ ზიდანთან აუდიენცია მქონდა, მან დაპირისპირების შემდეგ ინგლისურად მომმართა, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. როგორც ჩანს, „ბლანკოსშიც“ მელოდნენ.“
„გადაწყვეტილება საბოლოო არ იყო, მაგრამ სერ ალექსმა მიბიძგა, რომ წავსულიყავი, ვინაიდან მას სხვა ხედვები ჰქონდა. შოტლანდიელი ლეგენდის აზრით, ჩემი დარჩენა გუნდისთვის სასარგებლო არ იქნებოდა და „იუნაიტედს“ სხვა მიმართულებით უნდა ევლო.“
- 5 ოქტომბერი 2023
- 1 020
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.