Bild - ლეროი სანე „რეალში“? მოლაპარაკება დაწყებულია!
გერმანული „ბილდ“-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ ლეროი სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით საუბრობენ...
გერმანელ ფეხბურთელს მომდევნო ზაფხულს „რეკორდმაისტერის“ რიგების დატოვება აქვს განზრახული, მას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი შეთანხმება არ არსებობს, სწორედ ამიტომ მიუნხელებმა ის უნდა გაყიდონ.
„რეალში“ ფიქრობენ, რომ სანეს მთავარი დადებითი თვისება უნივერსალობაა, მას შეუძლია შეტევის, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში, ასევე დიდ გამოცდილებას ფლობს, რაც ლა ლიგაში ადაპტაციას გაამარტივებს.
არსებული ცნობით, „ბლანკოსი“ სანეს სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, ფეხბურთელთან კი 5 წლიან თანამშრომლობაზე მსჯელობს.
- 5 ოქტომბერი 2023
- 1 677
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.