კვარაცხელია:„„რეალის“ თამაშებზე გავიზარდე, ახლა კი მოგებას ვაპირებ“
ხვიჩა კვარაცხელიამ „რეალთან“ დაპირისპირების წინ „ას“-ის ჟურნალისტებს ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ მისცა...
„„ნაპოლის“ გულშემატკივრები ყოველთვის საუკეთესოს იმსახურებენ. ნებისმიერ ადგილზე უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ, მათ საოცრად მიმიღეს და მუდმივად სითბოს მიხატავენ. ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი და გულშემატკივართა დიდი რაზმი მიჭერს მხარს. ქალაქის ბევრ კუთხეში ჩემი სახელი და გვარი წერია, ასევე ნახავთ პოსტერებს, რაც ძალიან მეამაყება.“
„შედეგები, რომელიც შარშან დავაფიქსირე საოცარი სამწვრთნელო შტაბის და თანაგუნდელების დამსახურებაა. დამოუკიდებლად ამას ვერ შევძლებდი.“
„ხალხი თვეების განმავლობაში აღნიშნავდა სკუდეტოს მოგებას. მრავაწლიანი პაუზის შემდეგ მეც გავხდი მონაწილე იმ დიდი ზეიმისა, რომელიც ნეაპოლის ქუჩებში მიმდინაორებდა, ეს მართლაც დაუვიწყარი შეგრძნებები იყო.“
„„ნაპოლის“ მიზანი ევროსარბიელზე მეტი წარმატების მიღწევაა. არამხოლოდ იტალიის ჩემპიონატით, არამედ ჩემპიონთა ლიგის წარმატებებითაც უნდა გავიხაროთ.“
„მე, ისევე როგორც სხვა ქართველი ფეხბურთელები, ქუჩაში ძალიან ბევრს ვთამაშობდი. როდესაც ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი, მეგობრებთან ერთად ისევ ფეხბურთს ვთამაშობდი, ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ.“
„პატარა ქვეყნიდან ჩამოვედი და სკუდეტო მოვიგე, თუმცა მჯერა, რომ კიდევ ბევრი წარმატებაა წინ. მოხარული ვარ, რომ ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მოვხვდი.“
„ესპანეთის ნაკრებისა და საქართველოს ნაკრების თამაში ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი იყო. არაფერი გამოგვივიდა და დიდი ანგარიშით დავმარცხდით.“
„მადრიდის „რეალი“ არის გუნდი, რომელსაც ტელევიზორში ვუყურებდი და სწორედ ასე გავიზარდე, სამეფო კლუბის თამაშებს ხშირად ვადევნებდი თვალს, ახლა კი „ბლანკოსს“ საშინაო არენაზე მივიღებ და ვეცდები გავიმარჯვო. სხვა რა არის ეს თუ არა ოცნების ახდენა.“
„კრიშტიანო რონალდუ და გუტი ჩემი კუმირები იყვნენ. ვცდილობდი მათთვის მიმებაძა, ფინტები გამეკეთებინა, პასის მანერა ამეთვისებინა და ასე შემდეგ.“
„მოდრიჩი, ბელინგემი, კროოსი... შემიძლია დავასახელო მთელი შემადგენლობა, „რეალი“ უნაკლო გუნდია.“
„დიახ, საქართველოში „რეალს“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა ახლა უკვე „ნაპოლისაც“ ბევრი უჭერს მხარს.“
„ოსიმენი? მას ყოველთვის მადლობას ვუხდი. ვიქტორი პირველივე დღეებიდან დიდ დახმარებას მიწევდა.“
- 3 ოქტომბერი 2023
- 2 347
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.