ანჩელოტი:„კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს“
კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ უნდა ვითამაშოთ ძალიან სერიოზული თამაში გუნდის წინააღმდეგ, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, „ჟირონასთან“ კარგი გამოსვლა გვქონდა და ანალოგიური სტილი გვჭირდება. 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.“
„ლუკა მოდრიჩთან არანაირი პრობლემა არ არსებობს. ხორვატ ფეხბურთელს გასულ ტურებში მცირე დრო ჰქონდა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ითამაშა ბერლინელების წინააღმდეგ, ასევე მადრიდულ დერბიში.“
„ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ახალგაზრდაა, რომელიც უდიდეს პერსპექტივას ფლობს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ტოპ კლუბში ასპარეზობას შეძლებს, იგივეს თქმა შემიძლია ოსიმენზეც.“
„ფერლან მენდი დაღლილი იყო, მაგრამ ახლა სრულფასოვნად არის მზად.“
„წინა ხაზი? ითამაშებს თუ არა ხოსელუ? მე ვიცი, რას გადავწყვეტ. გინდათ, რომ თქვენც იცოდეთ?“ (იცინის)
„კამავინგა მარცხენა მცველად? ეს არის ვარიანტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ. მე მას ვკითხე მარცხენა მცველი თუ სკამი? მან კი თამაში არჩია, სწორედ ამიტომ წინა ტურში შეთანხმებას მივაღწიეთ.“
„ნაჩოს საკითხი დახურულია, მან ბოდისი მოიხადა, რომელიც პორუმ მიიღო.“
- 3 ოქტომბერი 2023
- 12 100
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.