ოსიმენმა ყველაფერი შეაჩერა, „რეალს“ საოცარი შანსი მიეცა
იტალიური გამოცემების ცნობით, ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები შეაჩერა. სამხრეთულმა კლუბმა წინახაზელს ხელშეკრულების განახლება ჯერ კიდევ 2 თვის წინ შესთავაზა, შემდეგ კი პროცესი დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა...
მას შემდეგ, რაც კლუბსა და ოსიმენს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, საუბრები შეჩერდა ახალ კონტრქტზეც. მეტიც, ოსიმენი მიიჩნევს, რომ მან „ნაპოლი“ უნდა დატოვოს და ახალი გამოწვევა მიიღოს.
ეს იქნება ბრწყინვალე შანსი „რეალისთვის“, რომ ტრანსფერი სრულყოს. მადრიდული გამოცემების ცნობით, „ბლანკოსში“ ვიქტორის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულები არიან.
- 1 ოქტომბერი 2023
- 17 782
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.