ვაარტი განაცხადშია, დრენტე არა
როგორც მოგეხსენებათ ”მადრიდის რეალი” კვირას მალიორკას ესტუმრება. ჟოზე მოურინიომ დაასახელა ის 20 ფეხბურთელი, რომლებიც ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. განაცხადში რაფაელ ვან დერ ვაარტიც მოხვდა. არის საუბრები იმის შესახებ, რომ ვაარტი და როისონ დრენტე გუნდს დატოვებენ, მაგრამ პირველი მათგანი კუნძულელებთან ითამაშებს. მოურინიო კასიტილიელ მატეოსსაც ენდო.
ამ ნაბიჯით პორტუგალიელმა სპეციალისტმა ყველას ნათლად მიანიშნა, რომ თუ კარგი შემოთვაზებები არ იქნება, მაშინ ჰოლანდიელი გუნდში დარჩება.
რაც შეხება როისტონ დრენტეს, იგი განაცხადში ვერ მოხვდა. ჰოლანდიელის მადრიდული კარიერა შესაძლოა რამოდენიმე დღეში დასრულდეს.
წყარო:defensacentral.com
- 28 აგვისტო 2010
- 1 949
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.