დასვენების დრო არ არის, „რეალის“ დღის გეგმა ცნობილია!
მადრიდის „რეალს“ დასვენების დრო არ აქვს. კარლო ანჩელოტიმ პირველი ოქტომბრის გეგმა ჩამოაყალიბა...
„მერენგები“ დღეს საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბებიან და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისთვის მზადებას დაიწყებენ, რომელიც „ნაპოლისთან“ უნდა გაიმართოს.
სამეფო კლუბს მხოლოდ 2 დღე აქვს იმისთვის, რომ კვარაცხელიას გუნდთან დასაპირისპირებლად მოემზადოს.
დღევანდელ ვარჯიშს გუნდი ბაზაზე გამართავს, ხვალ კი უკვე ნეაპოლში გაემგზავრება და იქ ივარჯიშებს.
- 1 ოქტომბერი 2023
- 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.