ვალდანო:„ესპანურ გრანდებს რთული მატჩები ელით“
ხორხე ვალდანომ ლა ლიგის მომდევნო ტურის წინ კომენტარი გააკეთა...
„ესპანურ გრანდებს რთული მატჩები ელით, თუმცა მივიჩნევ, რომ „ბარსელონას“ უფრო მარტივი მეტოქე ჰყავს, ვიდრე „რეალს“. დიახ, „სევილია“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ამ სეზონში „ჟირონა“ გაცილებით მაღლა დგას, რაც ლა ლიგის ცხრილშიც ჩანს.“
„შედეგი, რომელიც კატალონიურმა კლუბმა დადო, მართლაც გასაკვირია. ფაქტია, ყველა მოთამაშე დიდი ენთუზიაზმით თამაშობს.“
„თუ „რეალი“ გაიმარჯვებს, პირველ ადგილზე გადავა, ეს კი ანჩელოტის კოლექტივისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს.“
- 29 სექტემბერი 2023
- 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.