„რეალმა“ „ჟირონასთვის“ მზადება დაასრულა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ფინალური ვარჯიში გამართეს. ანჩელოტის კოლექტივი ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზად არის...
თავდაპირებული გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ გუნდმა აქცენტი ბურთზე გადაიტანა.
ანტონიო რუდიგერი გუნდთან ერთადაა და სრული დატვირთვის ვარჯიშობს, რაც კარლოს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.
კარლო ანჩელოტიმ ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს და პრესინგს.
სესიის მიწურულს ფეხბურთელებმა კარში დარტყმებსა და სტანდარტულებზე ივარჯიშეს.
შეგახსენებთ, „ბლანკოსი“ „ჟირონას“ ხვალ, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე ესტუმრება.
- 29 სექტემბერი 2023
- 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.