კროოსმა „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა - „თუ არ მათამაშებთ, მე...
ესპანური გამოცემების ცნობით, ტონი კროოსი სათადარიგო სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა და ამას ხელმძღვანელობასთან ღიად აფიქსირებს...
გერმანელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მის სათამაშო კონდიციებზე სათადარიგო სკამზე ყოფნა ცუდად აისახება. ნახევარმცველი ნაკრებების შეკრებაზე არ დადის და აბსოლუტურად დასვენებულია, სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ კლუბმა მისი რესურსი რელევანტურად უნდა გამოიყენოს.
არსებული ცნობით, კროოსმა ანჩელოტის უთხრა, რომ თუ არ ათამაშებს, კიდევ ახალ კონტრაქტზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.
თუ ტონი ფეხბურთში დარჩება, „რეალთან“ ხელშეკრულებას ხელს აღარ მოაწერს, სხვა შემთხვევაში კი გარანტიები უნდა მიიღოს.
- 28 სექტემბერი 2023
- 4 999
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.