სამი ფეხბურთელის მომავალი დღეს გადაწყდება
როგორც მოგეხსენებათ ”მადრიდის რეალში” 26 ფეხბურთელი ირცხება. 31 აგვისტომდე ეს ციფრი 23-ამდე უნდა შემცირდეს.
გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატები მაჰამადუ დიარა, როისონ დრენტე და რაფაენ ვან დერ ვაარტი არიან. ”ბლანკოსმა” ამ მოთამაშებს ახალი კლუბების მოძებნა ურჩია. ჟოზე მოურინიო მალიორკასთან არ აპირებს ამ ფეხბურთელების განაცხადში შეყვანას. შემადგენლობა ცნობილი დღეს გახდება.
თუ ისინი განაცხადში ვერ მოხვდებიან, მაშინ მათ მოუწევთ კლუბის დატოვება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პირველ გუნდში მატეოსი გადმოიყვანა. ასე, რომ გუნდში უკვე 27 ფეხბურთელია.
დრენტეს მიმართ ინტერეს პორტუგალიური კლუბები იჩენენ. პორტოს და ბენფიკას როისონის შეძენა სურთ. ჰოლანდიელით ასევე იტალიური ფიორენტინაც ინტერესდება. მაჰამადუთი თურქულ კლუბები ინტერესდებიან. რაც შეხება რაფაელ ვაან დერ ვაარტს, რაფას კარგი შემოთავაზებები აქვს, მაგრამ ჰოლანდიელ ნახევარმცველს არ სურს სამეფო კლუბის დატოვება.
ინფორმაციის წყარო: defensacentral.com
- 28 აგვისტო 2010
- 1 920
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.