როდრიგო:„მეტი იღბალი გვჭირდებოდა“
როდრიგო გოეშმა „იუნიონ ბერლინთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღეთ. ბოლო მატჩებში ბევრი გოლი არ გაგვიტანია, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ. მიხარია, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.“
„იღბალი გვაკლდა, გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა უნდა გვიხაროდეს, რომ იღბალი ბოლოს მაინც მოდის.“
„ბელინგემი საოცარ ფეხბურთს თამაშობს, მას არაერთი მცდელობა ჰქონდა და გოლის გატანა დაიმსახურა, ისევე როგორც ხოსელუმ.“
„ბოლო დროს გატანილი გოლების ასპექტში მოვიკოჭლებ, მაგრამ პროფესიონალი ვარ და ვიცი, როგორ შევინარჩუნო სიმშვიდე. გოლები მოვა, მთავარია მუშაობა განვაგრძო და საკუთარი ძალები ვირწმუნო.“
„ლუკა მოდრიჩი ბრწყინვალე მოთამაშეა, ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. არ აქვს მნიშვნელობა თამაშობს თუ არა ლიკიტა, მისი ავტორიტეტი გასახდელშიც ძალიან სერიოზულია.“
- 20 სექტემბერი 2023
- 627
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.