ანჩელოტის ახალი მიზანი - ხოსელუსგან მაქსიმუმის მიღება!
კარლო ანჩელოტი ხოსელუსთან ძალიან ბევრს მუშაობს და მიიჩნევს, რომ ესპანელ ფეხბურთელს ამ სეზონში მინიმუმ 15 გოლის გატანა შეუძლია...
ვინისიუს ჟუნიორის ტრავმის პირობებში ხოსელუ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა და გოლების გატანასაც ახერხებს. ესპანელმა ყველას დაუმტკიცა, რომ მეორე სართულზე ძალიან ძლიერია.
გარდა ამისა, ესპანელ ახალწვეულს საჯარიმოში თამაშისა და სივრცეების დაფარვის ბრწყინვალე უნარი აქვს, რაც მის თანაგუნდელებს დამატებით კომფორტს უქმნის.
ვარჯიშებზე ანჩელოტის ხოსელუსთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და ცდილობს, რომ ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მიიღოს, ვინაიდან მასში ამის პოტენციალს ხედავს.“
- 19 სექტემბერი 2023
- 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.