„რეალი“ ტაკეფუსას პროგრესს აკვირდება
ტაკეფუსა კუბომ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო. იაპონელი ფეხბურთელი უმაღლესი კლასის ფეხბურთს აჩვენებს და განვითარებულია, როგორც ტექნიკურ, ასევე ფიზიკურ დონეზე...
უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კლუბს იაპონელი შემტევის სატრანსფერო უფლებების 50% აქვს დატოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეს დაბრუნება შეუძლია. „სოსიედადი“ „რეალის“ გარეშე ტაკეს ვერსად გაყიდის.
ფლორენტინო პერესი ბერნაბეუს მატჩის შემდეგ ტაკეფუსას თამაშით აღფროვანებას ვერ მალავს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, თუ ახალგაზრდა შემტევი ამხელა პროგრესით წინსვლას განაგრძობს, სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნების შანსს მიიღებს.
ფაქტი ის არის, რომ ლა ლიგის 5 ტურის თავზე, ტაკეფუსა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, არამხოლოდ „სოსიედადის“, არამედ სრულიად ლა ლიგის მასშტაბით.
- 19 სექტემბერი 2023
- 707
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.