„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა და ლიგისთვის მზადება დაიწყო

სამეფო კლუბის ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტის გუნდმა „სოსიედადთან“ საკმაოდ დამღლელი დაპირისპირება ჩაატარა, მჭიდრო კალენდარიდან გამომდინარე, დასვენებას ვერ ახერხებს...

დღეს სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს. ის მოთამაშეები, რომლებმაც სან სებასტიანელებთან დაპირისპირება სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი სამწვრთნელო შტაბის ყველა მითითება შეასრულეს.

სესია სპორტ დარბაზში დაიწყო, შემდეგ კი ფეხბურთელებმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლეს და დიდი ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობას, კარში დარტყმებს, კომბინაციურ თამაშს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და პრესინგს.

არდა გიულერი და ვინისიუს ჟუნიორი აღდგენით პროცესს განაგრძობენ, ორივე მოთამაშე დღეს სატრენაჟორო დარბაზით შემოიფარგლა.

რაც შეეხება სებალიოსს და მენდის. ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის განაცხადში ორივე მოთამაშე მოხვდება, ვინაიდან ორივე 100%-ით მზად არის.

  • Hala
  • 18 სექტემბერი 2023
  • 505
  • 1

1

19 სექტემბერი 2023 11:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
კამას რამხელა პროგრესი აქვს რომ ვუყურებ და ტიპი 21 წლის ღლაპია ჯერ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)