კეპა:„„რეალი“ გაჩერებას არ აპირებს“
კეპა არიზაბალაგამ „სოსიედადთან“ ბრწყინვალედ ითამაშა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„„სოსიედადთან“ ბრწყინვალე გამოსვლა ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ უდიდესი ძალისხმევის შედეგად 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ბასკური კლუბი ბევრს გვიტევდა და ფონს გასვლას ცდილობდა.“
„ჩემთვის ეს მატჩი დასამახსოვრებელია, რადგან რამდენიმე მომენტში შევძელი გუნდის გაშვებული გოლისგან დაცვა.“
„ხოსელუ? ის ნამდვილი გოლეადორია. ვულოცავ ესპანელს, რადგან გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.“
„ვალვერდეს ენერგიაზე ბევრი საუბარი არ ღირს, ის უალტერნატივო ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ვარჯიში მიწევს.“
„დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი სტარტი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ლა ლიგაში.“
„აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს დიდი მოტივაცია აქვს, რაც პირველ რიგში სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა.“
- 18 სექტემბერი 2023
- 855
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.