„რეალის“ ექს ფეხბურთელი „ბაიერნის“ მწვრთნელი ხდება?
გერმანული გამოცემების ცნობით, ტომას ტუხელის მიუნხენური მომავალი მყარი არ არის. „რეკორდმაისტერში“ გერმანელი სპეციალისტის მიერ მიღწეულ შედეგებს მომდევნო ტურებშიც დააკვირდებიან...
არსებული ინფორმაციით, თუ „ბაიერნს“ ტუხელი დატოვებს, მთავარი მწვრთნელის პოსტს სამეფო კლუბის ყოფილ ფეხბურთელს, ჩაბი ალონსოს შესთავაზებენ, რომ „ლევერკუზენში“ ძალიან დიდი წარმატებით მოღვაწეობს და მადრიდის „რეალის“ რადარზეც არის.
თუ ტუხელი წავა, ფლორენტინო პერესის შორსმჭვრეტელი გეგმები შესაძლოა ჩავარდეს.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ალონსო „რეკორდმაისტერს“ კონტრაქტზე უარს ვერ ეტყვის, ვინაიდან ეს მისი უდიდესი გამოწვევა იქნება.
- 15 სექტემბერი 2023
- 2 964
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.