მენდი:„დანებება ჩემი სტილი არ არის“
ფერლან მენდის გუნდთან ერთად სრული დატვირთვის ვარჯიშობს. ფრანგმა განაპირა მცველმა ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი წარმატებით დაასრულა და ლა ლიგის მეხუთე ტურისთვის ემზადება...
„დანებება ჩემი სტილი არ არის. ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება გადამილახავს და ვიცი, როგორ ვიბრძოლო პრობლემების წინააღმდეგ. ეს იყო გამოწვევა, რომელიც გადავლახე, ახლა კი მთავარი მწვრთნელის ყველა მითითების შესრულება შემიძლია.“
„ვიცი, რომ სამეფო კლუბში უდიდესი კონკურენციაა, თუმცა საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. დარწმუნებული ვარ, ბერნაბეუზე ბევრჯერ დავიმსახურებ შეკრებილი ქომაგების ოვაციებს.“
„მიხარია, რომ გუნდმა 4 თამაშიდან ოთხივე მოვიგე და ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს.“
„ახლა საკმაოდ ინტენსიური კალენდარია, ჩვენ კი სტაბილური გამოსვლა გვჭირდება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“
„უმთავრესი მიზანი ლა ლიგაში პირველი ადგილის გამტკიცება უნდა იყოს.“
„ბერნაბეუს დაბრუნებას მოუთმელად ველი. სტადიონის განახლების შემდეგ, მინდორზე ფეხის შედგმა ემოციური იქნება.“
- 15 სექტემბერი 2023
- 679
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.