„რეალმა“ მბაპეს პირდაპირი ულტიმატუმით მიმართა!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ კილიან მბაპეს ულტიმატუმით მიმართა...
მოგეხსენებათ, მბაპე 2024 წლის პირველი იანვრიდან ოფიციალურად მიიღებს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების უფლებას, სწორედ ამიტომ, „რეალს“ სურს, რომ ეს შეთანხმება იანვარშივე დაიხუროს და ძალაში მომდევნო ზაფხულიდან შევიდეს.
პერესი მბაპესგან წინასწარ კონტრაქტს ითხოვს, სადაც სრული კონტრაქტის ყველა დეტალი იქნება გაწერილი. როგორც ჩანს, პრეზიდენტი დაცდას არ აპირებს და სრულად მობილიზებულია.
თუ მბაპე მოლაპარაკებებზე უარს განაცხადებს, „რეალი“ მისთვის აღარ იბრძოლებს და ეს ფრანგმა შემტევმა უკვე კარგად იცის.
- 13 სექტემბერი 2023
- 4 898
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.