ღია წერილი ფლორენტინოს ქართველი მადრიდისტებისაგან

ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ყურადღებას კი არ ვაქცევთ თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ზოგი იბადება, ზოგი კვდება, ზოგი იცინის, ზოგიც კი ტირის,ზოგს უხარია ზოგს სწყინს. მაგრამ "მადრიდის რეალი" მაინც დარჩება იმ კლუბად რომელიც ფულს უაზროდ ფლანგავს ყოველთვის.

"არ გვინდა ძალიან შორს წასვლა. აქვე 1 წლით უკან გავიხედოთ, "მერენგების" სათავეში მხსნელად ხსენებული ფლორენტინო პერესი მოვიდა. ალბათ ბევრი იტყვის თუ რატომ მხსნელადო. იმიტომ, რომ იმ დროისათვის საფეხბურთო სამყაროში დომინირებდა ერთი სახელი, ეს იყო "მადრიდისტებისათვის" ყველაზე საძაგელი კლუბი "ბარსელონა". 2009 წელი "კატალონიელებისათვის" ნამდვილად, რომ შეუდარებელი იყო. ხოლო ამ წელს "მადრიდის რეალმა" ვერ შეძლო ვერცერთი ტიტულის მოგება. ამის გამოც დაინიშნა ამ უდიდესი კლუბის პრეზიდენტად ფლორენტინო პერესი. მისი მოსვლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ იგი ააყვავებდა პირველივე წელს "მადრიდის რეალს" თუმცა ეს ასე არ მოხდა."

"რამოდენიმე ათეულობით მილიონი გადახდილ იქნა ფეხბურთელებში, რომლებმაც მათზე დაკისრებული მოვალეობები პირნათლად ვერ შეასრულეს. ახლაც თითქმის იგივე ეტაპებით მიმდინარეობს ფულის ხარჯვა: ბლანკოსმა" შეიძინა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც კი ითვლება ვარსკვლავად, მაგრამ მათ ამ ვარსკვლავობამდე ძალიან ბევრი აკლიათ. მაგალითად ავიღოთ: დი მარია, ხედირა, იოზილი, რომლებზეც "მადრიდში" დიდ იმედებს ამყარებენ. მაგრამ აქ საქმე ახლა სულ სხვაგვარადაა, "მერენგები" ყიდულობენ ახალ ფეხბურთელებს, მათ ადაპტაციისათვის დრო სჭირდებათ, ასევე უცხო გარემოს შესაჩვევად და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად "მადრიდის რეალი" ყოველწლიურად განაგრძობს ფეხბურთელების დამატებას კლუბში და ძველი ფეხბურთელების გაშვებას. აი მაგალითად ნისტელროი, რაული, გუტი, სნეიდერი და ა.შ. ახლა კი გადავხედოთ იმათ რომლებმაც ეს ლეგენდები უნდა ჩაანაცვლონ. მესუთ იოზილი, სამი ხედირა, ანხელ დი მარია, ხუანფრანი და ა.შ. დასკვნის გამოტანა პირდაპირ შეიძლება, სუსტი პოლიტიკის ბრალია ეს ყველაფერი.

" მე ამ სტატიაში მინდა შევეხო ჰოლანდიელ ფეხბურთელს, რაფაელ ვან დერ ვაარტს.

იგივე შედეგით შეიძლება დასრულდეს რაფას გაშვება, რაც მოხდა ნისტელროის, რაულის, გუტის, რობენის და სნეიდერის შემთხვევაში. "ბლანკოსი" იმ ფეხბურთელების გაყიდვით არიან დაინტერესებულნი ვინც ნამდვილი "მადრიდისტაა" და არა ფულის გამო გადმოსული - ძალით "გამადრიდისტებული." რათქმაუნდა "თეთრების" გულშემატკივართა დიდ რაოდენობას არ სურს, რომ იგივე განმეორდეს ვან დერ ვაარტთან დაკავშირბით. ეს ფეხბურთელი უკვე სამი წელიწადია "მადრიდის რეალის" ღირსებას იცავს. ამ გუნდისთვის მას არაერთხელ მოუტანია გამარჯვება გოლით, საგოლე გადაცემით თავისი ბრძოლისუნარიანობით და იმ ეგრეთწოდებული "ჟილკით" რომელიც მას გააჩნია. ეს ფეხბურთელი ისევე უნდა იდგეს "მადრიდში" ფეხზე მყარად როგორც იკერ კასილასი და სერხიო რამოსი დგანან ახლა. ამ კაცის გუნდიდან გაშვება იქნება ძალიან დიდი შეცდომა, ნათქვამია ადამიანი შეცდომებზე სწავლობსო... ნუთუ ვერ ისწავლა ამ პერესმა მე ვერ ვხვდები. თვითონაც ძალზედ კარგად იცის, რომ ვაარტის გაყიდვა მას, კლუბს და საერთოდ ყველა "მადრიდისტას" ძვირად დაუჯდება. თუმცა პერესი ხომ არ ფიქრობს "ბლანკოსის" გულშემატკივრებზე მას მხოლოდ ფული აინტერესებს მხოლოდ ფული და კიდევ ერთხელ ფული!!!"

სტატიის ავტორი: JamesBlunt "შოთა დიდიშვილი"

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)