„რეალი“ ფერლან მენდის განახლებას არ შესთავაზებს
მადრიდის „რეალში“ ფერლან მენდისთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. კლუბის მიზანი ფრანგი ფეხბურთელის გაშვებაა და მას ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს...
განაპირა მცველის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2019 წლის ზაფხულში შევიდა, ფერლანის ბერნაბეუზე დარჩენას 2025 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს, მაგრამ მაღალი ალბათობით ის კლუბს მომდევნო ზაფხულს დატოვებს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ მენდის გამუდმებული ტრავმები, მასზე გათვლის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
პერესს სურს, რომ „რეალის“ დაცვის მარცხენა ფლანგი ფრან გარსიამ და ალფონსო დეივისმა გაამაგრონ, სწორედ ამიტომ მენდი გუნდის გეგმაში არ ზის.
- 10 სექტემბერი 2023
- 911
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.